ENGGEO
 
     
     
სიმპოზიუმი
მონაცემთა ბაზა
ბიულეტინი
 
ძიება საიტზე
 
საქართველო. 1998
1998. საქართველო. ტრადიციული მრავალხმიანობის კონფერენციების სერია ათი წლის დუმილის შემდეგ კვლავ განახლდა საქართველოში. კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (რექტორი მანანა დოიჯაშვილი, პრორექტორი რუსუდან წურწუმია) და იგი ჩატარდა 1998 წლის 15-22 ოქტომბერს. მოხსენებები იმ ენაზე გამოიცა, რომელზეც ავტორებს ჰქონდათ წარმოდგენილი (იხ. წურწუმია, 2000), ასევე გამოიცა აბსტარქტები ალტერნატიულ ენაზე (ინგლისურ ან ქართულ). მონაწილეთა უმრავლესობა საქართველოდან გახლდათ. გამოცემულ კრებულზე დაყრდნობით გთავაზობთ მომხსენებელთა და მათ მოხსენებათა სიას:
1. ქეროლაინ ბითელი, გაერთიანებული სამეფო. ა) `მრავალხმიანობა კორსიკულ ტრადიციულ სტურქტურაში: კონტექსტი: მოტივაცია.~ ბ) `კორსიკული ბგერა: ინდივიდუალურობა, ევოლუცია და ტრანსფორმაცია~. 2. თამაზ გაბისონია. `ქართული მრავალხმიანი ფორმების კლასიფიკაცია~. 3. ვლადიმერ გოგოტიშვილი. ქართული (მეგრული) ლირიკული სიმღერების კილო-ინტონაციური სისტემის დამახასიათებელი თვისებების შესახებ~. 4. მალხაზ ერქვანიძე. `ქართული მრავალხმიანობის ბუნების შესახებ~. 5. ნატო ზუმბაძე. `კოლექტიური მღერის სისტემა ქართველ ქალთა სიმღერებში~. 6. ნინო კალანდაძე-მახარაძე. `ზარი_მრავალხმიანი გლოვა ქართულ ფოლკლორში~. 7. თამარ მესხი. ` ქართული ქალაქური მრავალხმიანი სიმღერები~. 8. იოსებ ჟორდანია, ავსტრალია. კითხვითი ინტონაცია, მეტყველებითი პათოლოგიები და მრავალხმიანობის სხვა საწყისები~. 9. ნინო ფირცხალავა. `იოანე პეტრიწის ესთეტიკა და ქართული სამხმიანი მღერა~. 10. მანანა შილაკაძე. `მრავალხმიანობა და ქართული ინსტრუმენტული მუსიკა~. 11. დავით შუღლიაშვილი. `ქართული გალობის მრავალხმიანობის შესახებ~. 12. ნინო ციციშვილი, ავსტრალია. `ქართლ-კახურ სუფრული და სოლო მრავალხმიანი და ერთხმიან სიმღერებს შორის ნათესაური კავშირების სისტემური შესწავლა.~ 13. კუკური (ევსევი) ჭოხონელიძე. `იმპროვიზაციის ხელოვნება და ქართული მრავალხმიანი მუსიკა~.


<< უკან
ბეჭდვა
 
Created By: Pro-Service
Copyright 2008 International Research Center For Traditional
Polyphony Of Tbilisi State Conservatory