| სიმპოზიუმი |
 |
|
|
|
|
|
| მონაცემთა ბაზა |
 |
|
|
|
|
|
| ბიულეტინი |
 |
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველო. 1988
|
1988. საქართველო. მესამე საერთაშორისო კონფერენცია `ხალხური მრავალხმიანობის პრობლემები~ (წინა ბორჯომში გაიმართა) ჩატარდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (15-22 ოქტომბერი). კონსერვატორიასთან ერთად კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპოზიტორთა კავშირი და საქართველოს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება. მომდევნო კონფერენციის გამართვა 1991 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ გაუარესებული პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის, 1991-92 წლებში სამოქალაქო ომისა, ოსეთისა და აფხაზეთის ომების გამო იგი არ შედგა. 1998 წელს წარმოდგენილი აბსტარქტები გამოიცა (1988, ჟორდანია). იხილეთ კონფერენციის პროგრამაში წარმოდგენილი მეცნიერებისა და მათი მოხსენებების სია:
1. იზალი ზემცოვსკი, რუსეთი, ლენინგრადი. `მრავალხმიანობის არტიკულაციის სპეციფიკა: ქსოვილი და ტემბრი~. 2. ბარბარა კრადერი, ა.შ.შ `ტრადიციული მრავალხმიანობა ბულგარეთში~. 3. სიუზან ციგლერი, გერმანია, ბერლინი. `კავკასიური მრავალხმიანობა გერმანელ მუსიკოლოგთა სარკეში~. 4. მარგარიტა მაზო, ა.შ.შ. `რუსული მრავალხმიანობის ტიპები~. 5. დრაგოსლავ დევიჩი, სერბეთი, იუგოსლავია. `სერბული ტრადიციული ორხმიანი სიმღერები~. 6. ნგუენ ვან ნამ, ვიეტნამი (რუსეთი), ნალჩიკი. `მრავალხმიანობის ტიპები ვიეტნამურ მუსიკალურ ტრადიციაში~. 7. თამაზ გაბისონია, საქართველო, თბილისი. `ოსტინატური მრავალხმიანობა ქართულ ტრადიციულ სიმღერებში~. 8. ნაილია ალმეევა, თათარისტანი (რუსეთი), ყაზანი. მეხუთე-მესამე ქსოვილი (მრავალხმიანობის ერთერთი ტიპი) ქრისტიან თათრებში და მისი ანალოგი შუა ვოლგის რეგიონის ხალხებში~. 9. ქრისტეფორ არაქელოვი, საქართველო, თბილისი. `კადანსები ქართულ (მეგრულ) ტრადიციული მრავალხმიან სიმღერებში~. 10. იგორ მაციევსკი, რუსეთი, ლენინგრადი. `მრავალხმიანი ქსოვილის წარმოქმნაში სოციო-ფსიქოლოგიის როლო ტრადიციული ინსტრუმენტული ანსამბლების კომპოზიციებში.~ 11. ოლეგ გერასიმოვი, რუსეთი, მარი, იოშკარ-ოლა. `ჟანრი და მარის მრავალხმიანი რეგიონის თავისებურებები~. 12. ლარისა სალტაევა, ყაზახეთი, ალმა-ატა. `თურქ-მონღოლ ხალხებში ბურდონის ფენომენი კოსმოგონისტურ წარმოსახვების სისტემაში.~ 13 იოსებ ჟორდანია, საქართველო, თბილისი. `მრავალხმიანობის გენეზისი და არტიკულირებული მეტყველების წარმოშობა~. 14. მარტინ ბოიკო, ლატვია, რიგა. `ლატვური ბურდონული მრავალხმიანობის ეთნო-ისტორიული ასპექტები~. 15. ქეთევან ბაიაშვილი. `ქართული მრავალხმიანი სამგლოვიარო და დასაკრძალავი ჰიმნების წარმოშობის პრობლემა~. 16. ედუარდ ბარსეგიანი, სომხეთი, ერევანი. `მრავალხმიანობა ძველ სომხეთში~. 17. ვილის ბენდორფი, ლატვია, რიგა. `ზოგიერთი წინასწარი შენიშვნა ბალტიური და კავკასიური მრავალხმიანობის კავშირების შესახებ~. 18. თამარა ბალაევა, ჩრდილო კავკასია (რუსეთი), ნალჩიკი. `მრავალხმიანი სტრუქტურის ტრადიციულ ტიპები ადიღურ ტრადიციულ სიმღერებში~. 19. ლიუდმილა ბოიარკინა, მორდოვა (რუსეთი), სარანსკი. `მორდოვასა და სამხრეთ რუსეთის მრავალხმიანი ტრადიციები (ურთიერთკავშირის საკითხი).~ 20. ნიკოლაი ბოიარკინი, მორდოვა (რუსეთი), სარანსკი. ` მორდოვული ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის საერთო მახასიათებლების საკითხისათვის~. 21. ლუბოვ ბერგერი, რუსეთი, მოსკოვი. `ქართული ხალხური მრავალხმიანობა დასავლეთ ევროპული მრავალხმიანობის წარმოშობის კონტექსტში~. 22. ედიშერ გარაყანიძე, საქართველო, თბილისი. `ქართული მრავალხმიანობის წარმოშობის განხილვა~. 23. ნატალია ზუმბაძე, საქართველო, თბილისი. `ანტიფონური მრავალხმიანობის შესახებ (აღმოსავლეთ საქართველოს ქალთა სიმღერების მასალის საფუძველზე). 24. მზია იაშვილი, საქართველო, თბილისი. `იოანე პეტრიწის სწავლებაში გამომჟღავნებული ქართული ნევმური დამწერლობის სტრუქტურული პრინციპების შესახებ~. 25. ვიჩესლავ კარცოვნიკი, რუსეთი, ლენინგრადი. `მეორადი დიაფონია შუა საუკუნეების იტალიასა და ბალკანეთში~. 26. მიხეილ ლობანოვი, რუსეთი. `რუსული ტრადიციული მრავალხმიანობა პენზის რეგიონში, თანამედროვე მასალაზე დაყრდნობით (`პენზური სიმღერები~ 60-იანი წლების ე.ვ გიპიუსისა და ზ.ვ ევალდის გამოცემები). 27. ვ. მაღრაძე, საქართველო, თბილისი. `დამახასიათებელი მელოდიური ფორმულები, როგორც მნიშვნელოვანი სტრუქტურული ელემენტები მესხურ ტრადიციულ მუსიკაში~. 28. თამარ მესხი, საქართველო, თბილისი. `ქართული მრავალხმიანი ქალაქური სიმღერები~. 29. იეროსლავ მირონენკო, მოლდავეთი, კიშინიოვი. `უნისონური მღერის ორმაგი ბუნების შესახებ~. 30. ა. მოზიასი, რუსეთი, ლენინგრადი. `ტრადიციული მრავალხმიანობის შესწავლის საკითხისათვის მომღერალთა ქცევისა და თვითშეფასების თვალთახედვიდან.~ 31. მარიამ ოსიტაშვილი, საქართველო, თბილისი. `ქართულ გალობაში ხმების ურთიერთკავშირების შესახებ~. 32. დაივა რაჩუნაიტე, ლიტვა, ვილნიუსი. ` ~კონტროლიორის~ როლი სუტარტინების ფორმირებაში~. 33. მარია როდიტელევა, რუსეთი, უფა. `მრავალხმიანობა, როგორც მუსიკალური პროცესის არსი რუსულ ხალხურ მუსიკაში~. 34. ვ. საი რუსეთი, ლენინგრადი. `წერილობითი და ზეპირი გადაცემის ტრადიციის კულტურებში პირველდაწყებითი კონტრაპუნქტული ფორმები: საყოველთაოდ მიღებული კონტრაპუნქტის თეორიაზე დაყრდნობით~. 35. ვაიკე სარვე, ესტონეთი, ტალინი. `სამგლოვიარო სიმღერების ტრადიცია სეტუს მრავალხმიანობაში~. 36. ელენა ხოდორკოვსკაია, რუსეთი, ლენინგრადი. `ტრადიციული მრავალხმიანობის პრობლემები ბ.ლ.იავორსკის კონცეფციაში ~. 37. ნინო ციციშვილი, საქართველო, თბილისი. `ბალტიურ_ქართული მუსიკალურ-ეთნოგრაფიული პარალელები~. 38. ევსევი ჭოხონელიძე, საქართველო, თბილისი. `ქართული ხალხური მრავალხმიანობის ფენომენი~.
|
|
|
|
|
|
 |
|