ENGGEO
 
   

  კალენდარი           <<          >>   
ორშსამოთხხუთპარშაბკვ 
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
ძიება საიტზე
 
09.12.2009
ქართველ ეთნომუსიკოლოგთა ნაშრომები ამერიკაში გამოიცემა
ა.შ.შ. სამეცნიერო გამომცემლობა ‘’ნოვა პაბლიშერ საიენსი’’ ახლო მომავალში გამოსცემს სამეცნიერო შრომათა კრებულს ‘’ექო საქართველოდან: ქართული მრავალხმიანობის ჩვიდმეტი არგუმენტი’’. აქ ინგლისურ ენაზე თავმოყრილია რჩეული თეორიული ნაშრომები ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შესახებ. სარედაქციო კოლეგიაში შედიან რუსუდან წურწუმია, იოსებ ჟორდანია, მანანა შილაკაძე და თამაზ გაბისონია. გამოცემის ინგლისურ ტექსტზე იმუშავა მაია კაჭკაჭიშვილმა. შესავალი დაწერილია სიმჰა არომისა და პოლო ვალეჰოს მიერ. კრებულში იბეჭდება ქართველი ავტორების: დიმიტრი არაყიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, შალვა ასლანიშვილის, ვლადიმერ ახობაძის, გრიგოლ ჩხიკვაძის, მინდია ჟორდანიას, ვალერიან მაღრაძის, ევსევი ჭოხონელიძის, ვლადიმერ გოგოტიშვილის, ედიშერ გარაყანიძის, თამაზ გაბისონიას, ნინო ციციშვილის, მანანა შილაკაძის, იოსებ ჟორდანიას, რუსუდან წურწუმიას სამეცნიერო ნაშრომები; აგრეთვე _ უცხოელ მკვლევართა _ ზიგფრიდ ნადელისა და იზალი ზემცოვსკის ნაშრომები. Kრებული, სავარაუდოდ, 2010 წლის გაზაფხულზე გამოიცემა.     
<< უკან
ბეჭდვა
სიმპოზიუმი
მონაცემთა ბაზა
ბიულეტინი
 
Created By: Pro-Service
Copyright 2008 International Research Center For Traditional
Polyphony Of Tbilisi State Conservatory