ENGGEO
 
     
     
სიმპოზიუმი
მონაცემთა ბაზა
ბიულეტენი
გამოცემები
 
ძიება საიტზე
 

მრავალხმიანობა ჯერ კიდევ წარმოადგენს მუსიკალური აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად შესწავლილ მოვლენას. უკანასკნელ ხანს მთელს მსოფლიოში გაიზარდა ინტერესი მისი, როგორც მუსიკალური ფენომენის მრავალმხრივი კვლევისადმი. აქ წარმოდგენილი რუკა გვიჩვენებს მისი გავრცელების ადგილებს ჩვენს პლანეტაზე.  

აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარე საქართველომ სამიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე თვითმყოფადი მრავალხმიანი მუსიკალური კულტურა შექმნა. ქართველებმა მსოფლიო საგანძურში ერთ-ერთი განსაკუთრებული წვლილი სწორედ მრავალხმიანი ხალხური სიმღერითა და საეკლესიო საგალობლით შეიტანეს.

სამხმიანობა უძველესი დროიდან ქართული მუსიკალური აზროვნების ნორმაა. ქართული მრავალხმიანობის ფორმების მრავალფეროვნებასა და სრულყოფილებას ერთხმად აღიარებს ყველა, ვისაც მასთან თუნდაც ზედაპირული შეხება ჰქონია. 

საქართველოში ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევას საუკუნოვანი ისტორია გაჩნია. ოდნავ მოგვიანებით ქართული პოლიფონიური მუსიკა ცნობილი უცხოელი მუსიკოს-მეცნიერთა ყურადღების არეშიც მოექცა. მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა წინა საუკუნის მიწურულს, რაც დაადასტურა საქართველოში 1984,1986, 1988, 1998 და 2000 წლებში ჩატარებულმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულმა კონფერენციებმა, რომლებიც 2002 წელს თბილისის ტრადიციული მრავალხმიანობის პირველმა საერთაშორისო სიმპოზიუმმა დააგვირგვინა.  

ამ სამეცნიერო ფორუმებზე გაჩნდა იდეა, საქართველოში შექმნილიყო ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რაც 2003 წელს განხორციელდა კიდეც იუნესკოსა და მსოფლიოს ცნობილი ეთნომუსიკოლოგების მხარდაჭერით. ცენტრის მუშაობა მიმართულია, ერთი მხრივ, მსოფლიო მრავალხმიანობის შესახებ მეცნიერული ცოდნის დაგროვებისაკენ და, მეორე მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული მრავალხმიანობის შესახებ პრაქტიკული და მეცნიერული ცოდნის გავრცელებისაკენ. ამ მიზანს ემსახურება ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმები და მათზე წაკითხული მოხსენებების კრებულის გამოცემა.

თბილისის სიმპოზიუმებზე 2002, 2004, 2006,  2008 და 2010 წლებში  წარმოდგენილი იყო  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტრადიციული  მრავალხმიანობა.    

ვებ-გვერდი  მსოფლიო და ქართული მრავალხმიანობის შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ხელმისაწვდომს გახდის ამ საკითხით დაინტერესებულთათვის.     

 
სიახლე
12.01.2012
ტმკსც-ში დაინერგა სასწავლო პროგრამა
24.03.2011
გთავაზობთ ჩვენი გამოცემის შეძენას
06.12.2010
რუსუდან წურწუმია იუნესკოს სესიაზე კენიაში
არქივი
ანონსი
26.09.2011
ტრადიციული მრავალხმიანობის მეექვსე საერთაშორისო სიმპოზიუმი, 24-29 სექტემბერი, თბილისი

   

   

    
    
    

Created By: Pro-Service
Copyright 2008 International Research Center For Traditional
Polyphony Of Tbilisi State Conservatory